Monday, January 18, 2010

მფლობელობა

მფლობელბა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის ცნება ძირითადად ორ ნიშანზე დაიყვანება.

პირველი ესაა: ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. ეს ბატონობა ნივთზე იურიდიული ბატონობაა და არ შეიძლება იგი ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე დავიყვანოთ. მფლობელობა რა უნდა გაიზომოს ნივთთან ასევე სივრცობრივი კავშირ-ურთიერთობით. მფლობელობაში გამოხატული ბატონობის ფაქტი ნივთის მიმართ სამართლებრივი ბატონობის გამომხატველია. მესაკუთრეს ყველა შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს ნივთის მიმართ არსებული უფლება, იმის მიუხედავად, თუ სად იქნება ნივთი.
მეორე ნიშანი: ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებაა. ამ შემტხვევაში არაა აუცილებელი, რომ ნება მიმართული იყოს ქონების საკუთრად ფლობისკენ.. მთავარია, მფლობელობა, იმის მიუხედავად თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით. იქ სადაც სუბიექტის ნება არ მონაწილეობს, იქ რც მფლობელობაა.
მფლობელი შეიძლება იყოს, როგორც მესაკუთრე ისე არამესაკუტრეც. მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისაგან. მფლობელობაფაქტია და მის უკან შეიძლება არსებობდეს,როგორც სანივთო ისე სხვა უფლებები. რ. ზომის აზრით: საკუთრება ნივთზე იურიდიული ბატონობაა, მფლობელობა_ფაქტობ-რივი.
ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება მფლობელობის ერთადერთი ელემენტი არაა. ეს ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ. კოდექსის მიხედვით პირი, რომელიც ნივთზე ბატონობას სხვისთვის ახორციელებს არ მიიჩნევა მფლობელად. ასეტი პირი უნდა მივიჩნიოთ მჭერად, მისი დამოკიდებულება ნივთთან გარეგნულადაც შესაცნობია და იგი ემყარება მფლობელთან სოციალურ კავშირ-ურთიერთობას. მჭერს არა აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება, არც ფაქტობრივი ბატონობის მიმნიჭებლის მიმართ და არც მესამე პირთა მიმართ, თუმცა მას შეუძლია წინ აღუდგეს მესამე პირთა აკრძალულ თვითნებობას
რადგანაც მფლობელობა ფაქტია, სავსებით შესაძლებელია მის მიმართ ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა, კერძოდ: პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა. ნივთი შესაძლებელია ერთდროულად იმყოფებოდეს, როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირ მფლობელობაში. თუ მხოლოდ მესაკუთრე ფლობს ნივთს, სახეზეა პირდაპირი მფლობელობა. მაგრამ თუ ნივთის ფლობა ხდება სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, მაშინ სახეზეა როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობა.
მფლობელობითი კონფლიქტის დროს უპირატესობა პირდაპირ მფლობელს ენიჭება. პირდაპირი მფლობელობა დაცულია თვით არაპირდაპირი მფლობელისაგან. პირდაპირ მფლობელს უფლება აქვს ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით დაიცვას თავი მესამე პირთა შემოტევებისაგან. თუ იგი თავის ამ უფლებას არ ან ვერ გამოიყენებს მაშინ არაპირდაპირ მფლობელს უფლება ეძლევა დამოუკიდებლად მოითხოვოს მფლობელობის დაცვა.
სამოქალოქო კოდექსი იცნობს ასევე სამართლებრივი დანაწევრების ორ შემთხვევას. პირველი როცა ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, მაგ. თანაზიარი საკუთრება. ისინი ამ შემთხვევაში მიიჩნევიან თანამფლობელებად. და მეორე, როდესაც ერთი ნივტის ნაწილეს ფლობს რამოდენიმე პირი. მაგ. წილადი საკუთრება, ამ შემთხვევაში ისინი მიიჩნევიან ცალკეული ნაწილების მფლობელებად.
მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას(156მ). მფლობელობა ყოველთვის არ წყდება ნივთზე უფლების დასრულებისთანავე. დამქირავებელი,რომელიც უკანონოდ რჩება ბინაში მოიაზრება მფლობელად.
მფლობელობა შეიძლება შეწყდეს პირის ნების საფუძველზე ისე ნების გარეშეც. ნების საფუძველზეა როდესაც პირი ნივთს გაასხვისებს ან მიატოვებს მასზე უფლებას. ნების საწინააღმდეგოდაა, როდესაც კარგავს ან პარავენ ნივთს. ამ შემთხვევაში ქურდი კია მფლობელი მაგრამ მესაკუთრეს რჩება უფლება, რაც მისი მფლობელობის არდგენის საფუძველს წარმოადგენს.
მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან. იმის მიუხედავად იცის თუ არა მემკვიდრემ თავისი სამემკვიდრეო უფლების შესახებ, იგი მაინც მოიაზრება სამკვიდრო მასის მფლობელად სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
ნივთის მფლობელის მიმარტ მოქმედებს Pრეზუმცია, რომლის ძალითაც ნივთის მფლობელი მის მესაკუთრედ ივარაუდება. ეს რომ ასე არ იყოს, სამოქალაქო ბრუნვაში შეიქმნებოდა ქაოსური მდგომარეობა. ნებისმიერი ნივთის გაყიდვისას გამყიდველი ვალდებული იქნებოდა ემტკიცებინა თავისი საკუთრების უფლება გასაყი ნივთზე. ამიტომ ბრუნვის მონაწილეს უნდა შევხედოთ არა როგორც არაკეტისინდისიერ მხარეს არამედ, როგორც კეთილსინდისიერ სუბიექტს.
ეს პრეზუმცია მოქმედებს მხოლოდ უძრავი ნივთების მიმართ. ანუ როდესაც მოძრავი ნივთია ბრუნვის ინტერესები გვაიძულებს ვენდოთ მის მფლობელს, რაც შეეხება უძრავ ნივთს, ბრუნვის ინტერესები მოითხოვს, რომ მფლობელისადმი ნდობა საჯარო რეესტრში დადასტურდეს.
ამასთანავე მფლობელობას მოკლებული ნივთის ნამდვილი მესაკუთრე უკვე აღარაა მესაკუთრე. ეს ხდება როცა ნივთი მესაკუთის ნების გარეშე გამოდის მისი ხელიდან. მაგ. მოპარეს, დაკარგა ... ამითომ ძველი მფლობელი მესაკუთრედ ივარაუდება მანამ, სანამ იგი აღნიშნული გზითდაკარგავს ქონებას. ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთრების ვარაუდისათვის მთავარია ნივთის ფლობის ფაქტი. ამიტომ ახალშეძენილი მესაკუთრის დასაცავად მარტოოდენ ფლობის ფაქტია საკმარისი და იგი მფლობელობა- წართმეულ მესაკუთრეზე კარგ მდგომარეობაშია.
კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება მივიჩნიოთ საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების შედეგად. კეთლსინდისიერია პირი, რომელიც მფლობელობას მარტლზომიერად იძენს ანუ მას გაცნობიერებული აქვს ნივთის შეძენის საფუძველთა მაეთლზომიერება. თუ შეძენა მოხდა არამართლზომიერად პირი იმ შემთხვევაში იქნება კეთილსინდისიერი მფლობელი, როდესაც მას ვერ მოვთხოვთ გაეცნობიერებია ნივთის მფლობელობის საფუძველთა ხარვეზიანობა. იგი იქნება უკანონო, მაგრამ კეთილსინდისიერი მფლობელი. ასევე მფლობელობა არამართლზომიერიც რომ იყოს იგი მიიჩნევა კეთილსინდისიერ მფლობელად იმ სემთხვევაში თუ საქმიან ურთიერთობებში გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე მას ასეთად მივიჩნევთ.
კეთილსინდისიერიმფლობელის ინტერესები დაცულია, თუ მას ჩამოერთვა მფლობელობა, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება.(160მ). კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთის უკან გამოთხოვა დამოკიდებულია იმაზე, თუ ახალი მფლობელი რა დონის მფლობელია. თუ ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება მაშინ ნივთის გამოთხოვა დამოკიდებულია იმაზე თუ რა გზით შეიძინა უკეთესმა მფლობელმა მფლობელობა. უკეთესი მფლობელობის უფლების მქონე მფლობელიდან პირი მაშინ დაიბრუნებს მფლობელობას, თუ მან ნივთი შეიძინა არაკანონიერი გზით. იმ შემთხვევაში თუ მფლობელს ნივთი არ ჩამოერთმევა, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მფლობელობის განხორციელებაში, მას მესაკუთრის მსგავსად შეუძლია ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა. თუ დამრღვევის მიმართ წაყენებული პრეტენზიები შედეგს არ გამოიღებს, მფლობელს შეუძლია ნეგატორული სარჩელით სასამარტლოს მიმართოს და მოითხოვოს ხელშეშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ასეთი სახეზეა. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა. მაგ. სამეზობლო თმენის ვალდებულების მიმართ.
მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელები დაცულნი არიან თვით იმათი თავნებობისგანაც, ვისგანაც მიღებული აქვთ მფლობელობა. ამიტომ დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამავე დროს მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან. მაგ. გამირავებელი ვერ მოსთხოვს დამქირავებელს ბინის დაცლას ქირავნობის ვადის გასვლამდე.
კეთილსინდისიერი მფლობელი,რომელსაც თავიდანვე რა ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ეს უფლება უფლებამოსილ პირს. ამასთანავე კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს ნივთისა და უფლების ნაყოფით მანამ უფლებამოსილი პირი არ წაუყენებს პრეტენზიას, ამ დროიდან მოყოლებული უფლებამოსილ პირს ეკუთვნის ნივთისა და უფლების ნაყოფიც.
მართალია კეთილსინდისიერ მფლობელს ერთმევა ნივთი მაგრამ ეს არ ხდება უპირობოდ, მას შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არაა კომპენსირებული ამ ნივთის სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. იგივე წესი მოქმედებს ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა(163.2მ). თუ უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მაშინ კეთილსნდისიერ მფლობელს უფლება აქვს უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება არაკეთილინდისიერ მფლობელს იგი არამატო ვალდებულია ნივთი დააბრუნოს, არამედ ვალდებულია დააბრუნოს ნივთის ნაყოფიც. მან უნდა აანაზღაუროს ის ნაყოფი რომელიც ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული გაუმჯობესებანი მას მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს როცა ამას უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.

საკუთრების ხანდაზმულობით შეძენა

თუ პირი მოძრავ ნივთს ფლობს როორც საკუთარს 5 წლის განმავლობაში, მაშინ იგი მასზე მიპოვებს საკუთრებას(165.1მ). მფლობელობითი ხანდაზმულობა გამოიყენება ორ შემთხვევაში : როცა ცდომილებით მოხდა საკუთრების შეძენა და როცა დავიწყებულ_გაურკვეველია საკუთების მდგომარეობა. მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია არსებობდეს 3 პირობა: 1) ნივთის ფლობა როგორც საკუთარისა. 2) ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად 3)ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში.
არაკეთილსინდისიერი მფლობელობა გამორიცხავს საკუთრების ხანდაზმულობის შეძენას. თუ პირი თავიდან კეთილსინდისიერი იყო თავისი მფლობელობის მიმართ და ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე გაიგო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნის, ვერ გახდება საკუთრების მფლობელი. ხოლო თუ პირმა 5 წლის განმავლობაში არ იცის მფლობელობის არამარტლზომიერების შესახებ მას უფლება აქვს მოიპოვოს საკუთრება ნივთზე.
თუ პირი ნივთს ფლობდა გარკვეული დროის დასაწყისსა და ბოლოს , მაშინ მის სასრგებლოდ მოქმედებს პრეზუმცია რომ იგი ამ ნივთს ფლობდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს ასე მხოლოდ საეჭვოობისას ივარაუდება. მაგრამ თუ ვინმე დაამტკიცებს საპირისპიროს მაშინ მფლობელობა ვერ ჩაითვლება უწყვეტად.
თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მასზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას. თუ რეგისტრაცია არსებობდა 15 წლის განმვლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი მას Fფლობდა როგორც საკუთარს. უძრავი მიწის ნაკვეთის მფლობელი მესაკუთრე რომ გახდეს საჭიროა იგი რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში.

No comments:

Post a Comment