Wednesday, December 29, 2010

საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი p.1

ა.შ.შ.
1. აშ.შ. კონსტიტუციის მიღება, სტრუქტურა და შესწორების შეტანის წესი

კონსტიტუციური ისტორიის სათავედ უნდა მივიჩნიოთ 1774 წელი, როდესაც ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიამ გამოაცხადა ინტერკონტინენტური კონგრესის შექმნა. ორი წლის შემდეგ 1776 წლის 6 ივლისს, ფილადელფიაში გამოცხადებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა, სადამფუძნებლო დოკუმენტს წარმოადგენს “Bill of independence” or “declaration of independence”. დეკლარაცია დაწერილ იქნა თომას ჯეფერსონის მიერ, ხოლო ხელმოწერილ იქნა 11 შტატის მიერ. თავდაპირველად შტატებს შორის არსებოდა აზრთა სხვადასხვაობა თუ რომელ პოლიტიკურ სისტემას აირჩევდენენ მმართველობის ფორმად. მხოლოდ 2 შტატს სურდა დიდი ბრიტანეთის მოდელი. 1777 წელს 13-ვე შტატმა ხელი მოაწერა კონფედერაციის მუხლებს, რომელიც ძლაში შევიდა 1781 წლიდან.
კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობდა სამი კომისია: ტერიტორიული, სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ და მარედაქტირებელი კომისია.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია წარმოადგენს ამერიკის უზენაეს კანონს. იგი წარმოადგენს პირველად სახელმძღვანელოს მმართველობის პრინციპებში, როგორც ფედერალური მთვარობისათვის ასევე შტატის დონეზე.
კონსტიტუცია სისტემური თვალსაზრისით გამოყოფს ხელისუფლების სამ შტოს, ესენია: საკანონმდებლო _ ბიკამერალური კონგრესი, აღმასრულებელი ხელისუფლება _ პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლება უზენაესი სასამართლო. კონსტიტუცია სკურპულოზურად განსაზღვრავს თუ სად გადის ზღვარი ხელისუფლების შტოთათვის მინიჭებულ უფელებამოსილებებს შორის. ის წარმოადგენს პირველ და ყველაზე მოკლე კონსტიტუციას თანამედროვე კონსტიტუციური სამართლის ისტორიაში.
ა.შ.შ-ს კონსტიტუციის ტექსტი მიღებულია 1787 წლის 17 სექტემბერს, კონვენტის მიერ, რომელიც შეკრებილი იყო ფილადელიფიაში, პენსილვანიის შტატში. შემდეგ კი რატიფიცირებულ იქნა შტატების მიერ, “in the name of people” ანუ ხალხის სახელით. კონსტიტუციაში შეტანილია 27 შესწორება მათ შორის, კი პირველი შესწორება ცნობილია, როგორც “Bill of Rights” ანუ უფლებათა ბილი.
კონფედერაციის და ურღვევი კავშირის მუხლები ფაქტიურად წარმოადგენდა ა.შ.შ-ს პირველ კონსტიტუციას. შემდგომში კონსტიტუციამ შეცვალა სწორედ ეს კონფედერაციის მუხლები, კონსტიტუციის პირველადი რატიფიცირება მოახდინა 9 შტატმა.
ამერიკის კონსტიტუციის პირველადი ხელნაწერი ვარიანტი, რომელიც შესრულებულია იაკობ შალუსის მიერ ინახება ა.შ.შ-ს ცენტრალურ არქივში.

I. პროექტის შექმნის ისტორია და რატიფიკაციის მოთხოვნები
1786 წლის სექტემბერში 5 შტატის წამომადგენლები შეიკრიბნენ ანაპოლისის კონვენტზე, რათა ემსჯელათ კონფედერაციის მუხლების გადასინჯვასა და ფედერალური მთავრობის სტრუქტურის სრულყოფისათვის, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოეწვიათ შტატების წარმომადგნელები ფილადელფიაში (ცნობილია აგრეთვე, როგორც ვირჯინიის გეგმა ). დებატების შემდეგ კონგრესის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონფედერაციის მუხლების გადასინჯვის შესახებ შეკრებილიყვნენ 1787 წლის 21 თებერვალს. 12 შტატიდან მხოლოდ ერთი როდაილენდი აღმოჩნდა ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე, საბოლოოდ დადგენილ იქნა გაეგზავნათ დელეგატები კონფედერაციის მუხლების გადასასინჯ კონვენტზე. მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე გაუთავებელმა დებატებმა აჩვენა, რომ კონფედერაციის მუხლების გადასინჯვას აზრი არ ჰქონდა, შესაბამისად შეთანხმდნენ მიეღოთ ახალი დოკუმენტი, რომლის ძალაში შესასვლელად საკმარისი იქნებოდა 13-დან 9 შტატის მიერ ამ დოკუმენტის რატიფიცირება.

II. ფილადელფიის კონვენტის მუშაობა
შეკრების იურიდული საფუძველი: ვირჯინიის გეგმა, რომელიც წარმოადგენდა არაოფიციალურ დოკუმენტს კონვენტისა, რომლის ინიციატორიც გახლდათ ჯეიმს მედისონი.
კონვენტზე მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ შემდეგი საკითხები უმეტესობა შტატებისთვის საერთო იყო:
• ძლიერი ბიკამერალური პარლამენტი;
• სასამართლო ხელისუფლება და მისი განხორციელების გარანტიები;
• აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევა პარლამეტის მიერ
• პარლამენტის უფლება ვეტო დაედო შტატის ნებისმიერ კანონზე.

ალტერნატიული ვარიანტი პარლამენტის დაკომპლექტებისა შემოთავაზებულ იქნა და ცნობილია, როგორც ნიუ-ჯერსის გეგმა, რომლითაც შტატებს ენიჭებოდათ თანაბრი “წონა” პარლამენტის დასაკომპლექტებლად, ამ გეგმას მხარს უჭერდნენ პატარა შტატები. წინააღმდეგობათა გადასალახად შემუშავებულ იქნა ეგ.წ. The Great Compromise, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: კონგრესი წარმოადგენდა ხალხს, სენატი შტატებს, პრეზიდენტი კი აირჩეოდა წარმომადგენელების მიერ წარმომადგენელთა კონვენტზე.
კონვენტზე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული მონებთან დაკავშირებით, უფრო მეტიც აღნიშნულ საკითხზე დავის გაგრძელბა კონვენტს ჩაშლით ემუქრებოდა, შესაბამისად კონსტიტუციაში ჩაიწერა 4 პირობა, რომელთაგან უმთავრესი იყო ის, რომ 20 წლის განმავლობაში მოხდებოდა მონობის ფაქტის კონკლუდენტური აღიარება და გამოცხადაა მორატორიუმი ამ საკითხის განხილვაზე.
III. კონსტიტუციის სტრუქტურა
პრეამბულა
როგორც მას ამერიკაში უწოდებენ “მიზანთა განცხადება”. პრეამბულა არ ანიჭებს ფედერალურ მთვარობას რაიმე განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, თუმცა არც ზღუდავს ასეთის დაშვების შესაძლებლობას მიზნების ფარგლებში. პრეამბულა, თუკი მას ასე ვუწოდებთ, აცხადებს რომ ფედერალურ ხელისუფლებას არ გააჩნია მასში გამოთმქული მიზნების საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარების უფლება. სიტყვები we people ანუ ჩვენ ხალხი, წარმოადგენს უდიდეს მონაპოვარს ამერიკელი ხალხისა, რომელიც ასახავს ხალხის უზენაეს როლს ქვეყნის ცხოვრებაში. ამ გამონათქვამთან დაკავშირებით, უფლებათა ბილის ოპონენტები ავითარებდნენ შემდეგ მოსაზრებას, რომ აღარ იყო საჭირო კიდევ უფრო დაკონკრეტება და დაშლა ამ ცნებისა, ვინაიდან სიტყვები “ჩვენ ხალხი” უკვე თავისთავდ მიუთითებდა ხალხის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში.
ძირითადი მიზნები:
“უფრო სრულყოფილი კავშირის შექმნა, მართლმსაჯულების დამკვიდრება, შინაგანი სიმშვიდისა და ერთიანი თავდაცვის უზრუნველყოფა, საყოველთაო კეთილდღეობა და საყოველთაო მადლის ხელშეწყობა...”

მუხლი I.
საკანონმდებლო ხელისუფლება: წარმოდგენილი მუხლის მიზანია მოწესრიგოს საკანონმდებლო ხელისუფლების სტრუქტურა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დეფინირება გაუკეთოს მის უფლებამოსილებებს. პარლამენტი ამერიკაში ბიკამერალურია, ანუ მოიცავს ქვედა პალატას – კონგრესის სახით და ზედა პალატას სენატის სახით.
ცენზები საკანონმდებლო ხელისუფლებისათვის: კონგრესმენი უნდა იყოს მინიმუმ 25 წლის, 7 წელი ამერიკის მოქალაქე და ბოლო სამი წელი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს იმ შტატში რომლის წარმომადგენლადაც მას ირჩევენ. სენატორი უნდა იყოს მინიმუმ 30 წლის, უნდა იყოს ამერიკის მოქალაქე 9 წელი და უნდა ცხოვრობდეს იმ შტატში, რომელსაც წარმოადგენს.
1-ლი მუხლის I ნაწილი, საკანონმდებლო ხელისუფლებას ანიჭებს კონგრესს, რომელიც უნდა შედგებოდეს ზედა და ქვედა პალატებისაგან.
ბიკამერალური მოწყობის ძირითადი მიზეზებია: ა) ტერიტორიული მოწყობის ფედერაციული მოდელი. ქვედა პალატა შედგება 435 კონგრესმენისგან, დაახლოებით 600,000 კაცზე ერთი კონგრესმენი მოდის. ზედა პალატის ფორმირება ხდება შტატების მიერ დადგენილი კანონმდებლობით. ყოველ შტატს ჰყავს 2 წარმომადგენელი. სულ 100 სენატორი; ბ) ნაკლებ შეცდომას უშვებს ორი პალატა; გ) ინტერესთა დივერსიფიკაცია ანუ ქვედა პალატაში ძირითადად პოლიტიკური პარტიები, ხოლო ზედა პალატაში ეგ.წ. მაჟორიატრული სისტემა. ქვედა პალატა აირჩევა 2 წლით, ზედა კი 6 წლით.
ქვედა პალატა ჰყავს სპიკერი, რომელიც არჩევისთანავე ხდება ნეიტრალური ფიგურა, მის უშუალო დისკრეციაში შედის სხდომის წარმართვა, სიტყვის მიცემა და ა.შ. ხმას აძლევს მხოლოდ ხმების გაყოფის შემთხვევაში.
ზედა პალატას ხელმძღვანელობს ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ იგი რეალურად არ იღებს მონაწილეობას, აქაც ხმების გაყოფის შემთხვევაში აძლევს ხმას. სენატი ვიცე-პრეზიდენტის არ ყოფნის გამო, 1 წლით ირჩევს პრო-ტემპორე თავმჯდომარეს.
პალატები თანასწორუფლებიანია. კანონის პროექტი იხილება ორივე პალატაში. თუკი ორივე პალატა თანხმდება მაშინ კანონის პროექტი მოწონებული სახით გადადის თეთრ სახლში, სადაც მას თუ საწინააღმდეგო არ აქვს, ხელს აწერს პრეზიდენტი.
მაგრამ თუკი მოხდა და სახეზეა ორი მაქო, ანუ პალატების მიერ ერთმანეთის კანონპროექტის დაწუნებისა, მაშინ იქმნება შემთანხმებელი კომისია..
ქვედა პალატაში იქმნება 32 მუდმივი კომისია, ზედაში 17. აღსანიშნია, რომ ამერიკაში ფრაქციის ინსტიტუტი არ არსებობს.
აქვეა გამოსაყოფი ლობისტთა ჯგუფები, რომლებიც ითვლებიან დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით პარლამენტის სტრუქტურულ ნაწილებად. მაგ: სომხური ლობო, ებრაული ლობი და ა.შ.

მუხლი II.
აღმასრულებელი ხელისუფლება. აღწერს აღმსარულებელი ხელისუფლებას. აყალიბებს მის ძირითად სამოქმედო პრინციპებს. ვინაიდან ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტი არსად არაა მოხსენიებული, როგორც სახელმწიფოს მეთაური მას ვერ ვუწოდებთ ასე, იგი მთავრობის მეთაურია, რომელიც ასრულებს სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთ მოვალეობას.
ცენზები: მინიმუმ 35 წლის, დაბადებით ამერიკის მოქალაქე და არა ნატურალიზებული, ბოლო 14 წელი უნდა ცხოვრობდეს ამერიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ვიცე-პრეზიდენტზეც, თუმცა აქ ერთი შეზღუდვა ემატება პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არ შეიძლება იყვნენ თანაშტატელები.
გარდა ზემოთხენებულისა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია კიდევ ერთ სპეციფიურ მომენტს ასახავს, პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ვერ ან არ შესრულებისას არა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ინიშნება, არამედ ვიცე-პრეზიდენტი იკავებს მის ადგილს და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ასრულებს პრეზიდენტის ყველა ფუნქციას, აღნიშნული მოწესრიგებულია 25-ე შესწორებით.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტი ამავე დროს არის სენატის თავმჯდომარეც.
მთავარი ორგანო აღმასრულებლი ხელისუფლებისა არის სახელმწიფო სამდივნო. ცენტრალური აპარატი პრეზიდენტისა განთავსებულია თეთრ სახლში და მას ეწოდება – აღმასრულებელი სამმართველო. პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. იგი უგზავნის პარლამეტს “საინიციატივო ბიულეტენს.”

მუხლი III. სასამართლო ხელისუფლება.

ამერიკის სასამართლო სისტემა:
სამართლის წყაროებია:
• კონსტიტუციური სამართალი
– ა.შ.შ.-ს კონსტიტუცია
– შტატის კონსტიტუცია
• შესაძლოა ანიჭებდეს ცენტრალურ
კონსტიტუციაზე მეტ უფლებას, თუმცა არა ნაკლებს
• მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება
მასაჩუსეტსში
– სასამართლო პრაქტიკა
• სტატუტური სამართალი
– კონგრესი
– შტატის კანონმდებლობა
– ადგილობრივი თვითმმართველობა
• ადმინისტრაციული სამართალი
– ფედერალური კომუნიკაციების კომისია - Fედერალ ჩომმუნიცატიონს ჩომმისსიონ
სისხლის და სამოქალაქო სამართალი
• სისხლის სამართალი = ქმედებები საზოგადოების წინააღმდეგ
• სამოქალაქო = ბრალი ფიზიკური პირებისადმი მიმართულ ქმედებებებში
სამოქალაქო სამართლის მოქმედების სფერო
• ხელშეკრულებები
• ზიანი

უზენაესი სასამართლო
• უკანასკნელი სიტყვა ამერიკის კონსტიტუციურ კონტროლზე
• იღებს საქმეებს წარმოებაში წრიტ ოფ ცერტიორარი — მნიშვნელობის მიხედვით
• მხოლოდ 4 მოსამართლის ხმაა საჭირო ცხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად
• უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამავდროულად არის ფედერალური სასამართლო სისტემის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სასამართლოს იურისდიქციის სახეები
• გეოგრაფიული
• საგნობრივი განსჯადობა

აპელაცია
• “განსჯადი დავები”
– სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მსგავსი დავების მიხედვით
– გამონაკლისი: მასაჩუსეტსის უზენაეს სასამართლოს აქვს მრჩეველთა მოსაზრების გაზიარების უფლება
• სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავს ხელახლა ერთიდაიგივე დავას შემდეგ შემთხვევებზე:
– იყო თუ არა სამართალი სწორად გამოყენებული.
– არის თუ არა კანონი კონსტიტუციური.
– ვიწრო საქმეთა წრეზე შეუძლია აპელაციას დაუბრუნოს საქმე ქვედა ინსტანციას.
• მოსამართლეები ვალდებულნი არიან გაჰყვნენ პრეცედენტს:
– თუ მსგავს საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს მასზე რანგით მაღალ სასამართლოს
– შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც
– შტატები ვალდებულნი არიან მიჰყვნენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს

პრეზიდენტის არჩევის წესი
მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები:
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ტარდება ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ სამშაბათს. მაგ: სამშაბათი, 4 ნოემბერი 2008. ტარდება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ტარდება 1792 წლიდან. ამერიკის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის არჩევნები არაპირდაპირია; ეს ნიშნავს, რომ ჯერ ამომრჩევლები ხმას აძლევენ წარმომადგენლებს; შემდეგ წარმომადგენლები ხმას აძლევენ პრეზიდენტს და ვიცეპრეზიდენტს;
წარმომადგენლები არიან წარმომადგენელთა კოლეგიის წევრები;
წარმომადგენელთა კოლეგიაში შედის 538 დელეგატი, ყველა შტატს ჰყავს განსხვავებული რიცხვი დელეგატებისა.




დემოკრატები V. რესპუბლიკელები
დემოკრატები:
• უდიდესი პოლიტიკური პარტია აშშ-ში
• 72 მლნ. ამომრჩევლით
• დაარსებულია თომას ჯეფერსონის მიერ, რომელმაც დაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
• ეს პარტია მემარცხენეა ანუ ლიბერალი.

რესპუბლიკელები:
• ცნობილია აგრეთვე როგორც დიდი მოხუცი პარტია
• 55 მლნ. უჭერს მხარს
• რესპუბლიკური პარტიის ისტორია იწყება აბრაამ ლინკოლნის არჩევიდან, 1860 წ.
• უკავია მემარჯვენე პოზიცია

ფორმალურად არის 3 საფეხური:
1. კანდიდატად დასახელება
2. კონვენტი
3. არჩევნები

2 comments:

  1. zalian magari blogia da kargi nashromebi gakvs. kidev dade xolme siamovnebit ccavikitxav.

    ReplyDelete